14:00 - 04 Aug, 2026
|
2021-02-08 11:41:08, 579 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სინოდი ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებს, ფანტაზიაა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებაზე იმსჯელებენ. „ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებით, სინოდი ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებს. თუმცა, საპატრიარქო სხდომის მიზეზებს არ აკონკრეტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)