|
2021-02-06 10:36:18, 514 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ სტუმრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული, თანამედროვე დიზაინის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. პირველი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კომფორტული, თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამუშაო ფორმებით განაგრძობენ საქმიანობას. ვახტანგ გომელაურმა რუსთავის საგამოცდო პრაქტიკული მოედანი და ახალი მოდელის თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი „SKODA RAPID“-ის საგამოცდო სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა. მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ, ხოლო საქართველოს მასშტაბით სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გამოცდები კვლავ SHKODA FABIA-ს - მოდელის მანქანით ჩაბარდება. 2021 წლის განმავლობაში მანქანები ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს გორის სტრუქტურულ ერთეულში მოქალაქეები „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ახალ საგამოცდო პრაქტიკულ მოედანზე აბარებენ, ქუთაისის მომსახურების ცენტრში კი „C1“, „C“, „D1“, „D“, „C1E“, „D1E“, „CE“ და „DE“ კატეგორიებისთვის განკუთვნილი ახალი პრაქტიკული საგამოცდო მოედანი მოეწყო.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)