15:03 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 14:24:37, 485 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას აგრძელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის  N44-45 კორპუსების  მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის  მოწყობის სამუშაოები  დაახლოებით, 2 000  კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები,  მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და ასევე, დაითესა ბალახი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000  ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  შპს ,,AWARD” ახორციელებს.

გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics