|
2021-02-04 21:34:05, 571 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატელევიზიო ანძა კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფერებში განათდა
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა. მსოფლიო ამ დღეს, კიბოს წინააღმდეგ ერთიანდება და მისი მიზანი, კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით, ყოველწლიურად, მილიონობით ლეტალური შემთხვევის თავიდან აცილებაა. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია - „მე ვარ და მე ვიქნები“. ამ დღის აღნიშნვის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად, ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას. გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისის მერია ამ მიმართულებით, რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ესენია - დაავადებათა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ხუთ კომპონენტს: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევას, ძუძუს კიბოს ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის გადანერგვის პროგრამები. UICC 1933 წელს შეიქმნა და კიბოსთან ბრძოლის მართულებით, მსოფლიოში პირველი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც 172 ქვეყნის 1 200 ორგანიზაცია-წევრს აერთიანებს. UICC არის City Cancer Challenge ფონდის დამაარსებელი, რომელთანაც 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და საქართველოს პაციენტთა კავშირმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში, City Cancer Challenge თბილისის სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გეგმის ძირითადი მიმართულებებია: კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, თანაბარი ხელმისაწვდომობა, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, ეროვნული სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)