17:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:51:12, 564 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მსოფლიო მასშტაბით ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს თითქმის დაეწია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 104 მილიონ  ადამიანს ჩაუტარდა და გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის.

„გლობალურად თითქმის უკვე დაეწია ვაქცინირებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან უკვე 101 მილიონი ადამიანია აცრილი. აქედან არც ერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2 262 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. გარდაცვალების მაჩვენებელი 2.1 - 2.2%-ია. აქედან მთავარი გზავნილი ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა დავამარცხოთ პანდემია, ერთადერთი მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics