19:59 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 11:11:19, 456 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში ახალი სკვერი გაშენდა

ვარკეთილში, მე-4 მიკრორაიონში, დაახლოებით 7 300 კვ.მ-ზე ახალი სკვერი გაშენდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს კახა სამხარაძესა და მის თითოეულ თაამშრომელს კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა ქალაქს. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ და ივარჯიშონ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნაა, რაც 2021 წელსაც გაგრძელდება.

„იცით, როგორი მიდგომა გვაქვს პარკების, სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებით და ზუსტად იგივე დამოკიდებულება არის ამ კონკრეტულ სივრცესთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი არის რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, ბევრი პარკი გაშენდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ. ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება და დარწმუნებული ვარ ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics