|
2021-02-02 14:35:43, 634 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ მდებარე ყოფილ საბაგიროს შენობას რეაბილიტაცია უტარდება
საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა იერსახეს შეინარჩუნებს და ფუნქციურადაც ათვისებული იქნება. საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა. „ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება „მზიურის“ პარკში. შარშან დავასრულეთ პარკის სრული რეაბილიტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ ეს ნაგებობა - საბაგიროს ყოფილი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოწესრიგდებოდა და აღდგებოდა. აქაურობა ნაგვით იყო სავსე, დღეს კი გასუფთავებულია და პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ეს იქნება თანამედროვე გალერეა. მინდა, ანა გოგუაძეს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის და მზიურის პარკის გულშემატკივრობისთვის. ანა თავიდანვე ჩართული იყო პროექტის დაგეგმარებაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შინაარსობრივად ეს ყველაფერი. ძალიან სასიამოვნოა, რომ აპრილში პროექტი უკვე დასრულებული იქნება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ სივრცით“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ავტორია „კუბი კონტექსტი“. შენობის რეაბილიტაციას და სხვა სამუშაოებს თბილისის მერია ახორციელებს. პროექტის მიზანია, ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით, თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა, საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა, თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)