18:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 10:05:41, 549 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ კახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი კახაბერ მურადაშვილი უხელმძღვანელებს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს კი - პოლიციის პოლკოვნიკი ილია კვაღინიძე. ​

ვლადიმერ ბორცვაძემ კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

კახაბერ მურადაშვილს 2016 წლიდან ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება ილია კვაღინიძეს, მას 2020 წლის მაისიდან ამ დრომდე ეკავა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით, პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები პერიოდულად ხორციელდება.

ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics