|
2021-01-25 12:07:54, 576 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52-ში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს
ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის 52 / კონსტიტუციის ქუჩის 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში შეჭრილ, იძულებით გადაადგილებულ და ასეთი სტატუსის არმქონე სხვა პირებს გამგეობა კერძო საკუთრების დატოვებას და სანაცვლოდ, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შენობაში შეჭრილი ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თავის დროზე დაკმაყოფილებულები არიან სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართებით და ფულადი კომპენსაციებით. „აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც პრივატიზებულია კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით და ამჟამად კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე სახელმწიფოსგან საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული ფულადი კომპენსაციები. ვგულისხმობ იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა წინაშე სახელმწიფომ თავის ვალდებულება პირნათლად შეასრულა. მათთან ერთად, შენობა უკანონოდ აქვთ დაკავებული ზემოაღნიშნული სტატუსის არ მქონე პირებს, რომლებიც ასევე უხეშად არღვევენ კანონს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რამდენჯერმე შევხვედით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებენ სხვის საკუთრებას“, - განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა. მისივე თქმით, გამგეობამ აღნიშნული ოჯახებისთვის უკვე მოიძია ფართები ქირით. „მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტია ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს, მით უმეტეს, რომ ამ ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ამ ოჯახს მიეცა განმარტება, მათ შორის, წერილობითაც, ასევე, დაპირება, რომ მათ ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ აღნიშნული ოჯახები“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ. ჩუღურეთის გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე კომპანიამ სურვილი გამოთქვა, ფინანსურად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოთხსენებულ პირებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ დაიწყონ უკანონოდ დაკავებული ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)