21:10 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 16:36:11, 662 ნახვა

საზოგადოება
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გიორგი ოთხმეზური 1954 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. მან 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics