22:41 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 01:01:32, 770 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მიმდებარედ ველობილიკს მოაწყობს

26 მაისის მოედანზე, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიბესა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. 26 მაისის მოედანზე არსებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კი ის რეაბილიტირდა და ტერიტორია შშმ პირებისთვისაც ადაპტირდა.

„კიბე რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ეს  არის ისტორიული კიბე, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, კიბის მიმდებარედ უნდა გაიაროს ველობილიკმა. შესაბამისად, რათა შშმ პირების გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული,  მათთანვე კონსულტაციით გაკეთდა პანდუსი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც შშმ პირებს ესაჭიროებათ გადაადგილებისთვის", - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

26 მაისის მოედანზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში,  გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო პანდუსები და გაკეთდა ველობილიკი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიხაზება. ტერიტორია აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

„ტექნიკურ უნივერსიტეტთან" მოწყობილი პანდუსების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 10 290 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics