|
2021-01-11 13:00:01, 771 ნახვა
საზოგადოება
„ილიაუნის მენეჯერთა კლუბის“ ორგანიზებით, საქართველოს 4 რეგიონში პროექტი „საშობაო ზღარი“ ხორციელდება
ილიაუნის მენეჯერთა კლუბის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსბული სტუდენტური გაერთიანება) ორგანიზებით, საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, ზემო აჭარა, რაჭა, სამეგრელო ხორციელდება პროექტი „საშობაო ზღაპარი“, რომელიც 24 დეკემბერს დაიწყო და გრძელდება 20 იანვრის ჩათვლით. სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა ან სურვილისამებრ ნებისმიერი რესურსით შეიტანოს წვლილი მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაში. საორგანიზაციო გუნდი უზრუნველყოფს ოჯახების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მოძიებას ადგილობრივ კომპეტენტურ დაწესებულებებთან თანამშრომლობით და ასევე შემოსული რესურსით ოჯახს აწვდის საჭირო პროდუქტებს. პროექტის მიზნად ისახავს იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, რომლისთვისაც 2020 წელი და მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. „გახდი სანტა მათთვის, ვსთვისაც 2020 გრინჩი აღმოჩნდა“ „ერთად შეგვიძლია შევქმნათ დღესასწაული“ ამ და სხვა მსგავსი მესიჯების ირგვლივ გაერთიანდა არაერთი ადამიანი, რომლებსაც სურთ შექმნან საშობაო ზღაპარი, მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დახმარებით ფიზიკური პირებისგან შემოსული თანხით, საშობაო ზღაპრის საორგანიზაციო გუნდმა აფრიკის დასახლებასა და აჭარაში მრავალშვილიან ოჯახებს უკვე გადასცა პირველადი მოხმარების პროდუქტები და საჩუქრები. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პირადად, ინდივიდუალური ძალისხმევით დახმარებოდნენ ჩვენს მიერ შერჩეულ ოჯახებს. პროექტის დასრულებამდე იგეგმება 4 მრავალშვილიან ოჯახის დახმარება შიდა ქართლის, სამეგრელოსა და ზემო რაჭის მასშტაბით. ოჯახების შესახებ ინფორმაცია უკვე მოგვაწოდა ადგილობრივი მმართველობის შესაბამისმა ერთეულმა. პროექტის შესახებ კმუნიკაცია ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ საკომუნიკაციო პატფორმის საშუალებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ: https://bit.ly/2Kd3rEw
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)