00:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 13:50:14, 686 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება, მისი ანალოგი კლინიკური სასტუმროებია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კლინიკური სასტუმროებია.

„საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა ჩვენს გეგმაში და არც აწი იგეგმება. საველე ჰოსპიტლების ანალოგი და გარკვეულწილად დამხმარე ჰოსპიტალური სექტორისთვის ეს იყო კლინიკური სასტუმროები, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული როგორც აჭარაში, ასევე სხვა დანარჩენ რეგიონში და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ვიზიტის დროს ამ მოდელმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics