01:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 11:12:05, 763 ნახვა

საზოგადოება
ოთინაშვილების დევნილი ოჯახი 2021 წელს ახალ სახლში შეხვდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოთინაშვილების ოჯახს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ ოთინაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. 

„მინდა მივულოცო ოთინაშვილების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათივე შერჩეულ სახლში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო. სოფლად სახლის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს, მხოლოდ 2020 წელს საცხოვრებელი სახლი 1100-მდე დევნილი ოჯახისთვის შევიძინეთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

განსახლების სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს,  ახალი საცხოვრებელი ჯამში, 2200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics