|
2020-12-30 10:14:40, 626 ნახვა
საზოგადოება
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები მიზნად ისახავს სააგენტოს იმ თანაშრომლების ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც ფერმერებს აგროწარმოების მიმართულებით უწევენ კონსულტაციებს. განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ტერნინგებს, ქვეყნის 9 რეგიონიდან, 160 მონაწილე დაესწრო. მცენარეთა დაცვის საკითხეზე ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტებმა, ზურა ხიდეშელმა, ლუდმილა ცხვედაძემ და მარიამ მაჭავარიანმა ჩაატარეს. ტრენერებმა დეტალურად განიხილეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდები, ქიმიური და ბიოლოგიური პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტები. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თხილის, კარტოფილის, ლურჯი მოცვის, ციტრუსის, ხორბლის, ბოსტნეულისა და ვაზის მავნებლების დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. ტრენინგები, რომლებიც 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 2)” და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში ჩატარდა. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგები ონლაინ გაიმართა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)