|
2020-12-29 15:19:29, 515 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა
კოვიდ-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა. პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ზურაბ ანდღულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ გალავნის ამბულატორიას ესტუმრა და ექიმებს სიაახლები პირადად გააცნო. როგორც ზურაბ ანდღულაძემ აღნიშნა, ახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდება, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებ, შეუფერხებლად ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ აუდიო–ვიდეო კონფერენციებში. “კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას", - აღნიშნა ზურაბ ანდღულაძემ.
კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ასევე მზადდება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსი, რაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)