|
2020-12-29 12:53:26, 524 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი - 2021 წელს 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 5 მილიარდ 563 მილიონი ლარი, საიდანაც 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის. „ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი - 25 ლარით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება 930 მილიონ ლარამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 710 მილიონ ლარამდე, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 800 მილიონ ლარს. „აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამაზე დამატებითი რესურსების გამოყოფით, შესაძლებელი გახდა მომსახურების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან შემცირებულიყო 2 თვემდე, რაც პანდემიის პირობებში, კლინიკებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მან, ასევე, ისაუბრა დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით, 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)