01:52 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 21:05:19, 579 ნახვა

საზოგადოება
ზამთრის კურორტების ობიქტებს 2 თვის საშემოსავლო 2021-ის ზაფხულამდე გადაუვადდებათ

ზამთრის კურორტების ობიქტებს 2 თვის საშემოსავლო 2021-ის ზაფხულამდე გადაუვადდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება უშუალოდ ზამთრის კურორტებს, ეს არის დაბა ბაკურიანი, სოფელი გუდაური, კურორტი გოდერძი, დაბა მესტია - ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა ტურისტულ ობიექტს, მათ ეხსნებათ ნოემბერში და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება, ანუ გადავადდება ეს ვალდებულება მომდევნო წლის ზაფხულისთვის დაახლოებით". - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 31 იანვრამდე ზამთრის კურორტებზე არ იფუნქციონირებს სათხილამურო ტრასები, საბაგიეროები, ამასთანავე დასაშვები იქნება მუშაობა მხოლოდ ისეთი სასტუმრობისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეებს წარმოადგენენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics