|
2020-12-25 18:29:52, 478 ნახვა
საზოგადოება
135 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 135 დევნილს გრანტი გადასცა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ. დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ. 2020 წელს, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)