|
2020-12-22 18:42:12, 594 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ჩუღურეთში გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის ქუჩა N61-ში, 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ყველა პროექტს - წელს მთელ რაიონში 700-მდე ლოკაცია მოვიცავით. ამჯერადაც, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო გამაგრების სამუშაოები, როგორც ძველი, თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, ფერდობის შემაკავებელი კონსტრუქციები. 40 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ. ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდა. ხოლო 7 მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერები მოვაწყვეთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ცხრა ძმის N61-ში სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 90 000 ლარია.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)