|
2020-12-18 16:52:16, 613 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, უკვე შესახლებულ შენობებზე მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ორგამიზაციამ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მცხოვრების სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად, სასამართლოს მიმართა“, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩანგელიების სახლის დემონტაჟი 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. „თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტებისა და უკანონო მშენებლობების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. ჩატარებული ინსპექციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე იწყება მოკვლევა და შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლის შემდეგ, მხოლოდ იმ მშენებლობების დემონტაჟი ხდება, სადაც იმ დროისთვის, არავინ ცხოვრობს. დემონტაჟის პროცესის დაწყებამდე, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, მეპატრონე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს და მოუწოდოს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი თავად განახორციელოს. წერილობით გაფრთხილებაში ასევე, მითითებულია ინსპექციის საკონტაქტო ინფორმაცია. სხვა შემთხვევების მსგავსად, დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობითი გაფრთხილება ჩანგელიების სახლზეც განათავსა, სადაც კონკრეტული ვადა არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე შესახლებულ შენობებზე თბილისის მერიის უფლებამოსილება არ ვრცელდება, რადგან მოსახლეობის გამოსახლებას მუნიციპალიტეტი არ ახორციელებს. გვინდა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის სამსახურებში გადაამოწმონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)