|
2020-12-09 20:13:33, 773 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ვაშლიჯვრის დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა
საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლადრეაბილიტირებული სკვერი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. მისივე თქმით, სკვერში სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის მოწყობილი. „აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით, 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გაკეთდა აუზი, ბავშვებისთვის ატრაქციონების ზონა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე; არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. ასევე დამონტაჟდა ახალი ლედ სანათები. ხედავთ, რომ ირგლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. სასიამოვნოა, რომ ეს იქნება სივრცე, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს აქ მცხოვრები მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)