|
2020-12-08 20:14:40, 645 ნახვა
საზოგადოება
ისანში, საცხოვრებელ კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდა
ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქნიდა. შესრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. „ამხანაგობამ გამგეობას მომართა თხოვნით, რომ გადავეჭრა პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს 25 წელი აწუხებდათ. ვინაიდან კორპუსი არასტანდარტულია, ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი ლიფტი აქვთ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ. სამუშაოები კომპანიამ „ტექსერვისი +“ განახორციელა. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)