10:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 14:50:10, 616 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით უქმდება

რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ზონალური-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი ამ დროის განმავლობაში უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარკირების ამგვარი რეფორმა ადამიანების მოტივაციისკენ იყო მიმართული, რათა ემგზავრათ მუნიციპალური ტრანსპორტით.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს, რომ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალური-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი ამ დროის განმავლობაში უქმდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics