10:15 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 13:15:52, 612 ნახვა

საზოგადოება
ვიცე-პრემიერი - მარტივია საწოლების დამატება, მაგრამ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს, მედპერსონალის რესურსი კი, შეზღუდულია

ძალიან მარტივია საწოლების დამატება, მაგრამ საწოლს თუ არ ახლავს ექიმი, არ ემსახურება პაციენტს, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსებასთან დაკავშირებით.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სამედიცინო პერსონალის შეზღუდული რესური, რომელიც ვერ გაიზრდება.

მანვე დასძინა, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსება არ იგეგმება.

„სწორედ რეანიმატიოლოგები, სამედიცინო პერსონალი არის ის ყველაზე შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით, ძალიან მარტივია საწოლის დამტება, მაგრამ თუ საწოლს არ ახლავს ექიმი, ეს საწოლი არ ემსახურება ამ შემთხვევაში პაციენტს.

სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში შეზღუდულია და პრაქტიკულად, ვინც არის, ყველა სრულად არის ჩართული ეიპდემიის მართვაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics