|
2020-11-27 11:27:10, 574 ნახვა
საზოგადოება
DRI - ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამის მსურველთა სიაში დაახლოებით 280 ადამიანია. „დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის „ოჯახის გაერთიანების“ პროგრამა ახალგორის ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის „ლეგალური“ გზაა. წასვლის მსურველმა ჯერ ყველა კომუნალური გადასახადი და ჯარიმა უნდა დაფაროს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურს წარედგინება. ამასთანავე აუცილებელია, რომ მოიპოვოს დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში „გასვლის დოკუმენტის“ შინაარსია, რომლის თანახმადაც, რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და საკუთრებაზე, რომელსაც ტოვებს, მომავალში პრეტენზიას არ განაცხადებს. ამ პირობების მიუხედავად, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სასოწარკვეთილებასა და უიმედო მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობა, საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ცდილობს. რუსეთის ფედერაციის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ არასასურველი ქართული მოსახლეობისგან რეგიონის სრულად დასაცლელად, ახალგორში უმძიმესი პირობები ხელოვნურად შექმნა, რაც უნდა შეფასდეს, როგორც ჩუმი ეთნიკური წმენდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: • ახალგორში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისათვის გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი • მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)