|
2020-11-19 10:53:07, 622 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი, მაგრამ ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ცერცვაძის განმარტებით, მას კვლავ თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე აღენიშნება. „ცოტა მეუხერხულება, ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცერცვაძის პოსტს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს. ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძესა და მის მეუღლეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდათ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)