|
2020-11-16 22:16:24, 663 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსკოვის გამზირზე არსებული, 2-კილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომელიც ახლახან რეაბილიტირდა. თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო დასასვენებელი სივრცე მოეწყო. „სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე ტრამვაის ხაზი გადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სასეირნო ზოლი და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები, ატრაქციონები და ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა. დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და გამწვანების მცირე სამუშაოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც 2 კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით იმისთვის, რომ წესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ. შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს დეპუტატები.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)