13:01 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 11:49:04, 478 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში covid-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა

"ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ორი ანგარიში ევროპულ ქვეყნებში covid-19-ის გავლენაზე პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციაზე. ერთი ანგარიში - პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის მოკლევადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე - მოიცავს 2020 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდს. ამავე ანგარიშში, საქართველო, მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სისტემაში covid-19 ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, როგორიცაა, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მალტა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია და სან მარინო",- ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა.

 მისი თქმით, მეორე ანგარიში - პატიმრები და ციხეები ევროპაში პანდემიის პერიოდში, covid-19-ის საშუალოვადიანი გავლენის შეფასება ციხეების პოპულაციაზე - 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მოცემულ კვლევაშიც საქართველო სტაბილური ქვეყნების რიგებშია და ისეთი ქვეყნების გვერდით ინარჩუნებს ადგილს, როგორიცაა ავსტრია, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მალტა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშების ბოლო საანგარიშო პერიოდიდან (2020 წლის 15 სექტემბერი), თითქმის ორი თვეა გასული და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის შესაძლო შეღწევის წინააღმდეგ 2020 წლის მარტის დასაწყისიდან პენიტენციური სისტემის მიერ გატარებული კომპლექსური პრევენციული ზომების შედეგად, საქართველოს პენიტენციური სისტემა კვლავ წარმატებით ართმევს თავს covid-19-თან ბრძოლას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics