|
2020-11-09 12:47:12, 472 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, მეხილეობის მიმართულებით ახალი წიგნი გამოსცეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების, ზვიად ბობოქაშვილის და ელენე მაღლაკელიძის ავტორობით, წიგნი „საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“ გამოიცა. ნაშრომი საქართველოში შემოტანილი ხეხილის 71 პერსპექტიულ ჯიშზე ინფორმაციას მოიცავს და მასში ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, კაკლის, გარგარის, ბლის, ალუბლის და ნუშის ჯიშების ბიოლოგიური თვისებები და სამეურნეო მახასიათებლებია აღწერილი. წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში გამოიცა, მასში მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებია შეჯამებული. წიგნის აქტუალურობა ბოლო 20 წელიწადში საზღვარგარეთიდან ხეხილის უამრავი ჯიშის შემოტანამ განაპირობა. მეხილეობის კვლევის სამსახური აგრძელებს კვლევებს, 2021 წლისთვის, უკვე შემდეგი 70 ჯიშის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია. წიგნი განკუთვნილია როგროც მოყვარული მებაღეებისთვის, ასევე პროფესიონალი მეხილე-ფერმერებისთვის, სტუდენტებისა და აგრო-კონსულტანტებისთვის. ავტორებმა ნაშრომი მათ პედაგოგებს, მეხილეობის დარგის ქართველ მეცნიერებს, მიხეილ ვარძელაშვილს და შარდენ ახვლედიანს მიუძღვნეს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკებსა და აგრარული მიმართულების უნივერსიტეტებში, ციფრული ვერსია კი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)