|
2020-10-29 10:34:14, 418 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსავლის ჩაბარების პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა. „ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით. ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე იყო რეკორდული მოსავალი 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული. მინდა გითხრათ, რომ ასევე ეფექტურად იყო ჩატარებული, როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)