|
2020-10-15 14:07:17, 591 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ყველა ის მოქალაქე, ვისაც ესაჭიროება გრიპის ვაქცინა
ჩვენ შევიძინეთ გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც 3-ჯერ აღემატება წინა წლებში შეძენილს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობას აღრიცხული ჰყავს ყველა ის ადამიანი, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება. „არა ერთხელ დავაანონსეთ, რომ შევიძინეთ უპრეცედენტო რაოდენობა გრიპის ვაქცინის, ეს რაოდენობა აღემატება სამჯერ იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა და წინა წლებში, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვქონდა არ გამოყენებული გრიპის ვაქცინა, ვინაიდან ის საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, შევიძინეთ 3-ჯერ მეტი რაოდეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის გამოყენებული იქნას რისკ ჯგუფებში და აქაც, პირველ ეტაპზე მოხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ეს უკიდურესად, დროულად ესაჭიროება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მიღებული პირველი რაოდენობა და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით რაოდენობას, ნოემბერში ჩვენ გვექნება სრული რაოდენობით ვაქცინა. სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანები, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, მოხდება მათთან დაკავშირება და ყველა ადამიანი, ვისთვისაც არის ეს მნიშვნელოვანი იქნება აცრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)