|
2020-10-12 11:45:41, 518 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, ამჟამად, შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე მიმდინარეობს დაკვირვება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს. „დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ ჩვენ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. თუმცა, რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების. ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში, არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)