|
2020-10-12 11:38:51, 591 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და ინფექციის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. „ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ, რომ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეის მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე მანამ სანამ დადგინდება დიაგნოზი, მათთან მიმართებაში ტესტირება, რომელიც დღემდე ექიმების ჯგუფში ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, შევამცირებთ დროს და ყოველ 72 საათში მოხდება სასწრაფო გადაუდებელი ექიმების ტესტირება. ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და შესაძლო ინფექციის გავრცელებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)