|
2020-10-09 14:53:35, 536 ნახვა
საზოგადოება
დანიბეგაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდ დიღომში, რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 3 995 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, დანიბეგაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)