|
2020-09-27 23:55:14, 473 ნახვა
საზოგადოება
ბეთანიაში, თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტირდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო. თამარ მეფის ქუჩაზე გზის განახლება მოხდა, სალბიერის ქუჩაზე და ჩიხში კი, სადაც გრუნტის გზა იყო, მოეწყო საფუძველი და პირველად დაიგო ასფალტი. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტებით, 12 740 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 693 754 ლარი გამოიყო. ბეთანიაში გზების მოწესრიგების პროცესი გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, ოთხი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ქუჩებზე, სადაც გრუნტის გზა იყო, პირველად დაიგო ასფალტის საფარი. მოწესრიგდა ლადო ასათიანის ქუჩა და პირველი ჩიხი, მურმან ლებანიძის ქუჩა და პირველი ჩიხი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა. საერთო ჯამში, 9 929 კვ. მ ფართობის გზა მოეწყო. აღნიშნული ოთხი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ 658 610ლარი შეადგინა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)