|
2020-09-24 11:49:04, 507 ნახვა
საზოგადოება
DI - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება კოვიდ19-ის წინააღმდეგ უწყების სრულად ჩართვაზე, აკნინებს პარლამენტის როლს
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ უწყება სრულად იყო კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, აკნინებს პარლამენტის როლს, - ამის შესახებ ვკითხულობთ დემოკრატიული ინდექსის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ნაცვლად პროცესების საპარლამენტო სივრცეში გადმოტანისა და განხილვისა, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩერა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარება, რაც უარყოფითად იქნა შეფასებული „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ. „პარლამენტის ჩართულობა პანდემიასთან ბრძოლაში თავდაპირველად სრული უმოქმედობით გამოიხატა, საპარლამენტო კომიტეტები არ ატარებდნენ სხდომებს და, გარდა მცირე გამონაკლისისა, პარლამენტმა უარი თქვა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაზე. ხოლო საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, დამატებით, პარლამენტმა უარი თქვა საკანონმდებლო ფუნქციაზეც და ახალი კორონავირუსის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით რეგულაციების მიღების უფლებამოსილება, კონსტიტუციის დარღვევით, მთავრობას გადასცა. საკითხზე კომენტარი, პარლამენტის თავმჯდომარემ 19 სექტემბერის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, „პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული. პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე პარლამენტის თამვჯდომარე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად არიან ჩართულნი მთავრობის მიერ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში.“ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აღნიშნავს, რომ პარლამენტის რამდენიმე წევრის ჩართულობა მთავრობის მიერ შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში არ ნიშნავს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიერ საკუთარი ფუნქციისა და როლის შესრულებას. ნაცვლად პროცესების საპარლამენტო სივრცეში გადმოტანისა და განხილვისა, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩერა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარება, რაც უარყოფითად იქნა შეფასებული „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ. ხოლო „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებით კი, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ნაწილში, პარლამენტმა მოიხსნა საკანონმდებლო ფუნქციაც, რაც რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის მიერ თავისი ფუნქციებისა და როლის შესრულებაზე უარის თქმა არადემოკრატიული ნაბიჯი იყო, ხოლო, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და არასწორად წარმოაჩენს მის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)