23:07 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 13:32:54, 646 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება.

„გუშინ კავკასიის მედიცინის ცენტრში შემოყვანილ იქნა 32 წლის მამაკაცი .მარცხენა წვივის არეში შემავალი ჭრილობით. შემოსვლისთანავე ჩატარდა კვლევები, არ დაფიქსირებულა მოტეხილობა. გადაყვანილ იქნა საოპერაციოში ჩაუტარდა ჭრილობის დამუშავება, უცხო სხეულის ამოღება და გუშინვე გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. იმყოფება სტაბილურად, კონტაქტურია“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, გუშინ რაგბის კავშირში დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი ფეხის არეში დაჭრა. საქმეზე დაკავებულია ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics