23:07 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 15:41:25, 925 ნახვა

საზოგადოება
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო. პროდუქტები ერთჯერადად, სააღმზრდელო პროცესის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით გაიცემა.

კახა კალაძის თქმით, პროდუქტები ისე დარიგდება, რომ ბაღებში რიგები არ დადგეს.

„რადგან სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობლების იმ კვების  პროდუქტებით მომარაგებას, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ პატარებს. ანალოგიური პროექტი მარტში წარმატებით განვახორციელეთ. იცით, რომ ბაღებში 60 000-მდე ბავშვია და ყველა მშობელს, რაიონების მიხედვით ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ყველა მათგანმა იცის, რომელ საათზე  მოვიდეს, რომ რიგები არ იყოს ბაღებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ბაღში მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ.

დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში, მარტიდან ივნისის ჩათვლით პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics