23:06 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 12:23:43, 908 ნახვა

საზოგადოება
კონკურს „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოცხადდა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის" მეორე ეტაპი გამოაცხადა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი მეწარმეობის შემდეგი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარება და  ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, თანადაფინანსების საშუალება გავზარდოთ. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის - ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობის შეძენაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსურველებს განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა 18 სექტემბრამდე აქვთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics