|
2020-09-15 18:37:31, 1180 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ლაბორატორიული ჯგუფის წარმომადგენლებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც СOVID-19-ის მართვაში არიან ჩართულები. შეხვედრის მთავარი თემა სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო, საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 2400-მდე საწოლია მობილიზებული. მისივე განცხადებით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად. "დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართული იყო 12 კლინიკა, თუმცა კლინიკების სია ფართოვდება და კოვიდის შემთხვევების მართვაში მონაწილეობას 31 კლინიკა მიიღებს . კლინიკებთან ვისაუბრეთ მექანიზმზე , რაც საშუალებას მოგვცემს კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხი შევინარჩუნოთ და კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება ჩამოყალიბდეს. გამოცდილმა კლინიკებმა თავიანთი ექსპერტიზა ახალ კლინიკებს უნდა გაუზიარონ. ამისთვის მობილური კონსილიუმის მექანიზმს გამოვიყენებთ. დღეის მდგომარეობით უკვე მობილიზებულია 2400-მდე საწოლი, საწოლების რაოდენობა სრულად შესაძლოა გაიზარდოს იმის მიხედვით , თუ რა საჭიროება იქნება. მთავრობის დადგენილებით, ეპიდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე 3200 კოვიდ საწოლის მობილიზებაა განსაზვრული", -განაცხადა მინისტრის მოადგილემ , თამარ გაბუნიამ
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)