|
2020-09-14 16:17:08, 1639 ნახვა
საზოგადოება
„გადაიღე საქართველოში“ - Universal Pictures საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია
საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Pictures კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის "ფორსაჟი" სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ლორი ბარტონი, პიტერ გლუკი და ილტ ჯონსი. ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში. სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 14-18 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ გორი, ვარძია, ქვიშხეთი, ანანური, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი კახეთში. ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. Universal Pictures-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ისინი ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე. საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპიც იგეგმება 2021 წლის გაზაფხულის პერიოდში. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Pictures-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი. "სააგენტოთვის "აწარმოე საქართველოში" ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ სექტორის წარმატება საქართველოში ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", აცხადებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, "აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კინო ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიც არის Universal Pictures, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა". შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)