|
2020-09-08 15:00:55, 3143 ნახვა
საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქალაქ გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. „სამრეწველო ვაშლის შეუფერხებლად გადამუშავების ხელშეწყობისთვის, გორში საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. გასულ წელთან შედარებით, წელს, ვაშლის მოსავალი სამჯერ მეტია. შესაბამისად, მოსავლის დაბინავება-გადამუშავება სიმძლავრეების გაზრდას და სახელმწიფოს მხარდაჭერას, მათ შორის სუბსიდიას საჭიროებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფასები გლობალურად არის შემცირებული. იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები იყოს გათვალისწინებული და მათი შრომის ანაზღაურება დაფასებული, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს მოახდინოს მაქსიმალური რაოდენობის ვაშლის გადამუშავება. აგროკრედიტის პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც კომპანიების იაფ ფულად რესურსებზე წვდომის და გაზრდილი ფასით მეტი ვაშლის შეძენის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, სახელმწიფო ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ წელს, ვაშლის მოსავალი უპრობლემოდ დაბინავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 2020 წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტია. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობები. მზარდია გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალიც, რაც განპირობებულია ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. აღსანიშნავია, რომ წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახლადგაშენებული ბაღების საპროგნოზო მოსავალი 10 000 ტონაზე მეტია, ხოლო 2021 წელს, ვაშლის მოსავალი დაახლოებით, 20 000 ტონაზე მეტი იქნება. სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების საშუალებით მხარს უჭერს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღების განახლებასა და გაშენებას, თუმცა ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. კომპანიები, რომლებსაც სურთ „2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში“ ჩართვა ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით საკოორდინაციო შტაბში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის და წარმოების მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში. შტაბის გახსნას ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)