02:57 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:37:19, 3153 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ მარნეულსა და ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

ქალაქ მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 7 სექტემბრიდან დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით განაცხადის შევსება, ამ ეტაპზე,  მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.  ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

განაცხადები ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიიღება. აპლიკაციის შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა;

გორი - სამების ქ.N1;

ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics