04:07 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 18:09:28, 3164 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - მოვუწოდებ მათ, ვინც აჭარიდან ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომისას დარეკონ ცხელ ხაზზე

მოვუწოდებ მათ, ვინც აჭარიდან ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებსმიერი სიმპტომისას დარეკონ ცხელ ხაზზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, ამიტომ მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„იცით, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა ბათუმშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას, ისეთივე პასუხისმგებლობით დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ ნიღაბი, როგორც ეს მთელი წლის განმავლობაში გამოიჩინეს. ბათუმისა და აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით თავიანთ შვებულებას იქ ატარებენ და ისვენებენ, მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს გაშლილი კარვები და ამბულატორიები, სადაც არის საშუალება ტესტირების ჩატარების, რომ შევძლოთ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს და ვმართოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ქვეყანაში.

მათ, ვინც ბრუნდება აჭარიდან საცხოვრებელ სახლებში, მინდა მოვუწოდო, რომ მიმართონ თვითიზოლაციას, ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ში, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბოლუტორიებში, რომლებიც მართავენ კოვიდ სიტუაციას საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics