04:07 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 15:34:34, 2930 ნახვა

საზოგადოება
ლილუაშვილი 200-ლარიან დახმარებაზე - დღეს ვრიცხავთ დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება ამ კვირის განმავლობაში

დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200 ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ამ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ,  შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე,  ამ კვირის განმავლობაში.

აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება, პრემიერი მიერ გაცემული, ერთ კვირიანი დავალება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები.

რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც  დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს  ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, -  აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics