08:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 15:21:16, 1047 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

ავჭალაში მდებარე ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები, დაცულია საცხოვრებელი სივრცის მინიმალური სტანდარტი, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, შენობების ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოქმედებს დროებითი მოთავსების იზოლატორისგან განსხვავებული რეჟიმი და დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ დამატებითი აქტივობებით. აღნიშნული შენობის გარეთ მოეწყო სასეირნო და სავარჯიშო სივრცე. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ასევე საერთო დარბაზი სატელევიზიო გადაცემების საყურებლად და სამაგიდო თამაშებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრალური მართვის ოთახი დაათვალიერა, საიდანაც ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორის ვიდეო-მეთვალყურეობა ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკით და სისტემებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ახალი ინსტრუქცია დამტკიცდა. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, დოკუმენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ევროპის საბჭოსთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

ახალი შენობების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics