09:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 14:05:10, 1115 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

მთავრობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროს და 5 მშვიდობიანი მოქალაქის.

სამხედროებს შორის არის 2012 წელს ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცის - ალექსანდრე შამუგიას მამა - როინ შამუგია, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროს მის მშობლიურ კუთხეში, ზუგდიდში პატივით დაკრძალავენ.
ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

სამების საკათედრო ტაძარში, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics