|
2020-06-10 12:11:00, 1937 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვის გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოსკოვის გამზირზე არსებული შუა ზოლის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია. „სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი მოწესრიგდებოდა და მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებთან, ოჯახებთან ერთად, მწვანე გარემოში დაესვენათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა. გარდა ამისა, ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება და დაირგვება ხე-მცენარეები. „სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. გარე განათების ქსელის დამონტაჟება დასრულებულია. ველობილიკისთვის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს, მთლიანად სამუშაოები კი, ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)