|
2020-06-03 10:26:35, 1114 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი" იწყებს ფუნქციონირებას
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი" იწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თიბისიდან აცნობეს., მათივე ინფორმაციით, მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული. "სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა 1000 ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს. ამავე ტერიტორიაზე, 30 ჰა ფართობზე, სუფრის ყურძნის ბაღია გაშენებული. „დანერგე მომავლის" ფარგლებში 6-მა კომპანიამ, სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და ასევე, 3 500 000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა. პირველ ეტაპზე მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. სუფრის ყურძენით 1,200 ტონის იმპორტჩანაცვლება მოხდება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული", - აღნიშნულია თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)